სოსო გოგაშვილი: "მალხაზ მაჩალიკაშვილი 100 %-ით პოტენციური ტერორისტია" - კვირის პალიტრა

სოსო გოგაშვილი: "მალხაზ მაჩალიკაშვილი 100 %-ით პოტენციური ტერორისტია"

ვამბობ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი 100 %-ით პოტენციური ტერორისტია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს.

გოგაშვილი, რომლის წინააღმდეგადაც, სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა, აღნიშნავს, რომ "დღეს ტერორისტებს ახალი სტილი აქვთ, თავს აღარ იფეთქებენ, ისინი ავტომატური იარაღით ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ასე სჩადიან მასიურ მკვლელობებს. ჩემი ვარაუდით, ესენიც ასე გეგმავდნენ. შესაძლოა, აფეთქებასაც გეგმავდნენ. მასალებს ბოლომდე რომ გავეცნობი, შემდეგ 100 პროცენტით ვიტყვი, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ის 100 პროცენტით პოტენციური ტერორისტია.

ის ამას გეგმავდა, კონკრეტული დავალება მისცა, ადგილზეც ნამყოფები არიან, შესწავლილი აქვთ ის ადგილი და თავიდან ბოლომდე იცოდნენ სად, რა ხდებოდა. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ეს ფაქტი არ მოხდა და რომ მას ამის განზრახვა ჰქონდა. თუ ის ამას გააკეთებდა, ეს იქნებოდა შემდგარი დანაშაული მსხვერპლით და რა თქმა უნდა, რეზონანსული საქმე იქნებოდა - მოკლავდნენ გოგაშვილს და მის თანმხლებ პირებს", - აცხადებს გოგაშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.