"უსაფრთხოების სამსახურმა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო" - რას აცხადებს მამუკა ბახტაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე? - კვირის პალიტრა

"უსაფრთხოების სამსახურმა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო" - რას აცხადებს მამუკა ბახტაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე?

გუშინ დავინახეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის. რეაგირებას რაც შეეხება, მიმდინარეობს მტკიცებულებების შესწავლა და ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სუს-ის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას მალხაზ მაჩალიკაშვილზე.

"უსაფრთხოების სამსახურმა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო. ყველამ ვიხილეთ ეს გუშინ. ამასთან, პროკურატირამ გააკეთა განცხადება, მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს. მე მსურს გიპასუხოთ როგორც რიგითმა მოქალაქემ. გუშინ დავინახეთ რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის. რეაგირებას რაც შეეხება, მიმდინარეობს მტკიცებულებების შესწავლა და ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები",- განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"