"მას მტაცებლის მახასიათებლები აქვს" – რაზე მეტყველებს ბიძინა ივანიშვილის სხეულის ენა? - კვირის პალიტრა

"მას მტაცებლის მახასიათებლები აქვს" – რაზე მეტყველებს ბიძინა ივანიშვილის სხეულის ენა?

ფსიქოლოგი სოფო ხარატი, წლებია, ადამიანების სხეულის ენის შესწავლითაა დაინტერესებული. ამ სფეროში უმაღლესი განათლება მან გერმანულ უნივერსიტეტში მიიღო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საინტერესო მოსაზრებებს ქართველ მკითხველს ხშირად უზიარებს.

აი, რას ამბობს ის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე:

- ბიძინა ივანიშვილში არ ჩანს მრავალმხრივი ხასიათი, მაგრამ მისი ხელების მოძრაობაში კარგად ჩანს საქმიანი დეტალები. მისთვის პრიორიტეტულია საქმის წარმოება, მნიშვნელობა არა აქვს, რა გზებით, არ აღელვებს, მოეწონებათ თუ არა მისი საქმიანობის სტილი. ამავდროულად, მას შეუძლია იყოს მზრუნველი მამა და გამოხატოს მხარდაჭერა, უყვარს გადამრჩენელის როლში ყოფნა. მისი ხელების ენა ყოველთვის სიძლიერის დემონსტრირებაა, არ უნდა იარსებოს გამოუვალმა სიტუაციებმა, მას აქვს დიდი მოთმინების უნარი, ნებისყოფა და მტაცებლის მახასიათებლები. ყოველთვის მოელის იმას, რაც სურს, ესაა მისი სიძლიერის გარანტია. მას შეუძლია მისცეს ადამიანს შეცდომის ჩადენის უფლება და ელოდება, სადამდე გასტანს მისი შეცდომები. სალომესგან განსხვავებით, რომელიც ათ წამსაც არ აპატიებს შეცდომას და აუცილებლად მიუთითებს მას. იხილეთ სრულად