გუბაზ სანიკიძემ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა - კვირის პალიტრა

გუბაზ სანიკიძემ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა

გუბაზ სანიკიძემ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

"შეხვედრისას გუბაზ სანიკიძემ და ნინო ბურჯანაძემ გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"