"შეჩერების მექანიზმის შესაძლებლობა ალბათ, არსებობს" - რას ამბობს საფრანგეთის შს მინისტრი უვიზო რეჟიმზე? - კვირის პალიტრა

"შეჩერების მექანიზმის შესაძლებლობა ალბათ, არსებობს" - რას ამბობს საფრანგეთის შს მინისტრი უვიზო რეჟიმზე?

საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ქართველ კოლეგასთან არ უსაუბრია, თუმცა მისი ამოქმედების შესაძლებლობა არსებობს.

როგორც კრისტოფ კასტანერმა აღნიშნა, საფრანგეთში საგრძნობლადაა გაზრდილი თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, თუმცა ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მიმდინარეობს და შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"შეჩერებაზე არ მისაუბრია, რადგან თანამშრომლობა საქართველოსთან გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ალბათ, არსებობს. დღეს ძალიან დიდი ზრდაა თავშესაფრის მაძიებელთა, ასევე ჯანდაცვის სფეროში არსებობს დიდი მოთხოვნა მომსახურებაზე. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს, რომ ამ კუთხით თანამშრომლობს ჩვენთან და ეს საკითხი ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში", - განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.

იხილეთ ასევე: "გამოიხატა სურვილი ორივე მხრიდან, რომ ვებრძოლოთ უკანონო თავშესაფრის მაძიებლებს" - რას ამბობს საფრანგეთის შს მინისტრი

"ინტერპრესნიუსი"