ბაღდათის მერი: "ეს ჩემი გასტროლი არ არის, გენაცვალე..."
13-05-2019
ბაღდათის მერი: "ეს ჩემი გასტროლი არ არის, გენაცვალე..."
რას ამბობს ბაღდათის მერი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიაში ანსამბლ "საირმის" ნაცვლად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გაემგზავრა

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუსიკალური ანსამბლი "საირმე" გერმანიაში ფესტივალზე მიიწვიეს, თუმცა მუნიციპალიტეტისა და ანსამბლის ხელმძღვანელობამ გად­აწყვიტა, რომ "საირმე" შესაბამისად ვერ მღერის და ფესტივალზე თავად გაემგზავრნენ. დელეგაციაში იყვნენ ბაღდათის მერი, კულტურის ცენტრისა და ტურ­იზმის სამსახურის ხელმძღვანელები და მუზეუმების თანამშრომელი", - პრესაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას ყველა სიცილით შეხვდა...

ჩვენ ამ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ წყაროს, არასამთავრობო ორგა­ნიზაცია "მშვიდო­ბ­იანი საქართველოს" პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელს, ირაკლი ჩიგოგიძეს ვესაუბრეთ:

"ალბათ, ხელის მოსაკიდებლად გაჰყვნენ, რომ ბერლინის ქუჩებში არ დაკარგულიყვნენ"


- შარშან "საირმემ" გერმანიაში კონცერტები გამართა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ახლა ისევ უნდა წასულიყვნენ, თუმცა მერი და მისი ხალხი ჩავიდნენ.

- ბაღდათის მერიის პრესსამსახური აცხადებს, რომ ყველაფერი კანონიერია და დოკუმენტსაც აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
- სწორედ მაგ დოკუმენტშია აღნიშნუ­ლი,­ რომ ფესტივალზე უნდა წასულიყ­ვნენ ხელოვანები და ამ სპექ­ტრის საზოგადოება. მართალია, დელეგაციაში ერთი-ორი ასეთი პირი მართლაც არის, თუმცა სხვების იქ ყოფნის მიზეზს ვერ გეტყვით. ალბათ, ხელის მოსაკიდებლად გაჰყვნენ, რომ ბერლინის ქუჩებში არ დაკარგულ­იყ­ვნენ. ვთქვათ, შევცდით და მივლინებით მართლაც მერია და მუნიციპალიტეტის ხელოვანი საზოგადოება­ უნდა წასულიყო, მაგრამ რამდენი და ვინ? მერი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ესპანეთში იმყოფებოდა მივლინებით, რაც 10.000 ლარი დაჯდა,­ ახლა გერმანია 15.000 უჯდება ბიუჯეტს, რომ ჩამოვა, პოლონეთში უნდა გაემგზავროს.

ამ არაფრის მომტან მივლინებებში დიდი თანხები იხარჯება, მუნიც­ი­პ­ალიტეტი კი შეჭირვებულ მოსა­ხლეობას ვერ ეხმარება იმ არგუ­მე­ნ­ტით, რომ ბიუჯეტში ფული არა აქვს.

"მე აქ საქმეზე ვარ, სასეირნოდ კი არა"


ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი არჩილ გოგსაძე 8-15 მაისის ჩათვლით ოფიციალური მიწვევით­ იმყოფება ბერლინში, სადაც ფესტივალი "მაიაკოვსკის ნაკვალევზე, ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს" იმართება.

"ფესტივალს საფუძველი გასული წლის ოქტომბერში ბაღდათში ჩაეყარა, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია ბაღდათის მერი და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის­ დელეგაციაში ანსამბლი "საირმე" უნდა ყოფილიყო, სიმართლეს არ შეესაბამება".

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს, არჩილ­ გოგსაძეს ბერლინში დავუკავშირდით:
- ეს ჩემი გასტროლი არ არის, გენაცვალე, მოწვევა გვქონდა და წამოვედით ფესტივალზე. ანსამბლ "საირმეს" მოწვევაზე­ არანაირი საუბარი არ ყოფილა. რაც გავრცელდა, ჭორი და დეზინფორმაციაა. ფესტივალზე ვიმყოფებით ის ადამიანები, რომლებსაც გამოუგზავნეს მოწვევა.

- ვინ არიან ისინი?
- კულტურის სამსახურის ხელმძღვ­ანელი; მთარგმნელი, პუბლიცისტი და ჟურ­ნალისტი კოტე კიკნაძე, რომელიც მუშა­ობს მაიაკოვსკის თემაზე; ჩვენი კულტურის ცენტრის სოლისტი ბადრი სახამბერ­იძე - საოპერო მომღერალი; ასევე მისი მეუღლე, კონცერტმაისტერი და მე.

- ამ ვიზიტს გერმანული მხარე აფინანსებს თუ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია?
- ჩვენი მერია. სულ 5 კაცის ვიზიტი 7 დღით 13.500 ლარი ჯდება. მე აქ საქმეზე ვარ, სასეირნოდ კი არა.

- მიზნობრიობაზე დაისვა კითხვის ნიშნები... რას ვიღებთ, თანხის სანაცვლოდ?..
- ეს არის პოპულარიზაცია ბაღდათისა და იმ თემის, რომ მაიაკოვსკი ბაღდათშია დაბადებული.

"მოქალაქეებს აქვთ უფლება­ იკითხონ, შედეგს რას ვიღებთ"

კობა ლურსმანაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი:
- ამ ტიპის ღონისძიებებს მივესალმები. რაც შეეხება მონაწილეთა ვინაობას, მათი კვალიფიკაციის დონეს, არა ვარ ჩახედული, თუმცა ვიცი, რომ ბაღდათს შესანიშნავი კულტურული პოტენციალი აქვს: ჰყავს კარგი ანსამბლები, მათ შორის "საირმე", თუ ისინი გათვალისწინებული იყვნენ, ვფიქრობ, მოხვდებოდნენ კიდეც ფესტივა­ლზე. შესაძლებელია ვიზიტზე იხარჯებოდეს­ 10.000 და მეტიც, ოღონდ მოქალაქეებს აქვთ უფლება­ იკითხონ, შედეგს რას ვიღებთ­. მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აუცილებლად მოვიკითხავ, ამ ვიზიტების შემდგომ რა გვემატება.

"მამა ტიმოთე გერმანულმა მხარემ თავისი სახსრებით მიიწვია"


სოსო კოტორეიშვილი, ბაღდათის ააიპ "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების" ცენტრის მოადგილე:
- 9 კაცია დელეგაციაში, მაგრამ ბიუჯეტიდან ყველა არ ფინანსდება. წასულია მამა ტიმოთეც, ჩვენი მეღვინე, რომელიც გერმანულმა მხარემ თავისი სახსრებით მიიწვია. ეს ყველაფ­ერი ბაღდათის პოპულარიზაციისთვის კეთდება, მაიაკოვსკის თემაც ჩვენი პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია - ტურისტებისთვის მისი მუზეუმი ძალიან საინტერესოა".

"გვითხრეს, ფორმატი­ შეცვლილია, მაიაკოვსკის დღეებზე გამახვილდა ყურადღებაო"


რაულ ოქროჭელიძე, ანსამბლ "საირმის" ხელმძღვანელი:
- "საირმე" არ მიუწვევი­ათ, მერიის სახელზე მოვიდა მიწვევა. გვითხრეს, ფორმატი­ შეცვლილია, მაიაკოვსკის დღეებზე გამახვილდა ყურადღებაო. ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის დირექტორით, მისი მოადგილითა და რაიონის მერიამ ვინც გადაწყვიტა, იმ ადამიანებით დელეგაციის დაკომპლექტება. მათ შორის არიან ჩვენი სოლისტი ბადრი სახამბერიძე და მისი მეუღლე, პიანისტი ცისანა კაიშაური.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები