"მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა“ - რას აცხადებს მამუკა ბახტაძე - კვირის პალიტრა

"მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა“ - რას აცხადებს მამუკა ბახტაძე

საქართველოს მთავრობა მახათას მთაზე მომხდარი სავარაუდო ტექნიკური ხარვეზის შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ქმედება, ბახტაძემ უპასუხა: "ამ მომენტისთვის მე ვერაფერს დაგიდასტურებთ. გავერკვევით და გეტყვით".

„სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, „პირველი არხის“ განმარტებით, ტრანსლაციის მსვლელობისას ტექნიკური ხარვეზი კაბელის დაზიანებამ გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"