მაია მიმინოშვილი პარტია "ქართულ ოცნებაში" დასაქმდა - კვირის პალიტრა

მაია მიმინოშვილი პარტია "ქართულ ოცნებაში" დასაქმდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია "ქართულ ოცნებაში" განაგრძობს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს.

მაია მიმინოშვილის "ქართულ ოცნებაში" დასაქმებას ადასტურებს პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, თუმცა მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას არ დააკონკრეტა, რა პოზიცია უკავია მიმინოშვილს პარტიაში.

"მაია პარტიაში მუშაობს, თუმცა რაც შეეხება კადრების მიღებას, ამას პოლიტსაბჭო წყვეტს", - განაცხადა კახა კალაძემ.

თავად მაია მიმინოშვილი "ინტერპრესნიუსის" ზარებს არ პასუხობს.

"ინტერპრესნიუსი"