"ელემენტარულად შეუძლებელია, ამ ინტონაციით ისაუბროს ადამიანმა" - არჩილ თალაკვაძე მამუკა ბახტაძის გამოსვლაზე - კვირის პალიტრა

"ელემენტარულად შეუძლებელია, ამ ინტონაციით ისაუბროს ადამიანმა" - არჩილ თალაკვაძე მამუკა ბახტაძის გამოსვლაზე

თუ ვინმე მამუკა ბახტაძის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით სხვა ინტერპრეტაციას აკეთებს და დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს შესაძლოა, იყოს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძე გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" განაცხადა.

"თავად მამუკა ბახტაძემ ამომწურავი განმარტება გააკეთა. ეს ნამდვილად იყო ტექნიკური ხარვეზი. რა ადასტურებს ამას 100%-ით?! თუ თქვენ ნახავთ ამ ჩართვას და დააკვირდებით ადამიანებს, რომლებიც დგანან მამუკა ბახტაძის უკან და გვერდით, თქვენ მიხვდებით მათ გამომეტყველებაზე, რომ მისი საუბარი იქ, ადგილზე ისმის ნორმალურად, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც პრემიერის უკან და გვერდით დგანან, ჩვეულებრივ უსმენენ მას. თუმცა სამწუხაროდ, ტექნიკური ხარვეზის გამო, ტელეეთერით გავიდა ხარვეზი. ელემენტარულად შეუძლებელია, ამ ინტონაციით ისაუბროს ადამიანმა. თუ ვინმე სხვა ინტერპრეტაციას აკეთებს და დეზინფორმაციას ავრცელებს, შეიძლება ეს იყოს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"