სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე - კვირის პალიტრა

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე, რის გამოც გოგაშვილი სამართალადამცველებს ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

"რისკის ქვეშ არის ჩემი და ვახას სიცოცხლეც . მე, არანაირად არ ვარ შურისმაძიებელი და არც ვაპირებ კანონს იქით გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. ან, პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში. ამიტომ, მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყუდღებით იყვნენ ჩემი და იმ ადამიანის მიმართ", - განაცხადა გოგაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრის დროს.