"პო­ლი­ტი­კა­ში გახარია მე შე­მო­ვიყ­ვა­ნე, ჩემს კი­სერ­ზეა ეს ამ­ბა­ვი. ჩემი მე­ზო­ბე­ლია და რო­გორც მე­ზო­ბე­ლი გა­ვი­ცა­ნი და და­ვა­საქ­მე" - კვირის პალიტრა

"პო­ლი­ტი­კა­ში გახარია მე შე­მო­ვიყ­ვა­ნე, ჩემს კი­სერ­ზეა ეს ამ­ბა­ვი. ჩემი მე­ზო­ბე­ლია და რო­გორც მე­ზო­ბე­ლი გა­ვი­ცა­ნი და და­ვა­საქ­მე"

"გიორგი გახარია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შედარებით "ათი თავით მაღლა გამოიყურება", თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებული პერსპექტივის მატარებელია" - ამის შესახებ გადაცემაში "ნიუსრუმი" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

"სისუსტეებსაც ვხედავ, მისი მთავარი აქტივია კრიზისმენეჯმენტი, ახერხებს ოპერატიული სიტუაციების ჩაქრობას, მაგრამ თუ დიდ სურათს შევხედავთ, ოპერატიულს კი აქრობს, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. პანკისში კი აიცილა გამწვავება იმ დღეს, მაგრამ თუ ჩვენ იქ განვითარებულ მოვლენების ბალანსს შევხედავთ, არ არის ეს ხელისუფლების, ან გახარიას სასარგებლოდ. ასე რომ, სტრატეგიულ მენეჯმენტში ის სუსტად გამოიყურება, მაგრამ სხვებზე უკეთესი არის, ბუნებრივია," - აცხადებს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგის თქმით, გახარიას თანამდებობიდან წასვლა ხელისუფლებაში ყველას გაუხარდება, თუმცა "ძალის ცენტრს" ის სჭირდება - თუნდაც ოპერატიული ვითარებების ჩასაქრობად.

"მაგრამ გახარია სჭირდება გარკვეულ ჩარჩოებში, რადგან შს მინისტრის ხელში, თუნდაც ფორმალური მაღალი უფლებამოსილების კონცენტრირება გარკვეული ეჭვიანობის ნიადაგს ქმნის," - ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ გიორგი გახარია არავის "პროექტი" არ არის, პოლიტიკაში მისი შემოყვანას კი საკუთარ დამსახურებად აფასებს.

"პოლიტიკაში ის მე შემოვიყვანე, ჩემს კისერზეა ეს ამბავი. ის ჩემი მეზობელია და როგორც მეზობელი გავიცანი და დავასაქმე, თუმცა მხოლოდ მეზობელია, მე არანაირ დივიდენდებს აქედან არ ვიღებ," - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო