დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ბაქოში შეხვედრას მართავენ - კვირის პალიტრა

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ბაქოში შეხვედრას მართავენ

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ამ წუთებში შეხვედრას მართავენ. შეხვედრა ბაქოში მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ქართულ მხარეს სავარაუდოდ, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 10 მაისს დაამტკიცა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი მდებარეობს.

"ინტერპრესნიუსი"