"შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი" - გიორგი ქობულია პარლამენტში მივიდა - კვირის პალიტრა

"შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი" - გიორგი ქობულია პარლამენტში მივიდა

მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს პარლამენტში, ღია ფორმატში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. ქობულიას თქმით, მისი გადაყენების მიზეზი ის გახდა, რომ მთელ რიგ გადაწყვეტილებებში მმართველი გუნდის პოზიციას არ ეთანხმებოდა.

"რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს. მან დაწერა განცხადება. მე მგონია, რომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული.

ამას ჰქონდა მთელი რიგი მიზეზები, სადაც მე მხარს არ ვუჭერდი მთელ რიგ გადაწყვეტილებებს. მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი," - განაცხადა ქობულიამ.

"ინტერპრესნიუსი"