"ალბათ, ზედმეტად პრინციპული ვიყავი"
"ალბათ, ზედმეტად პრინციპული ვიყავი"
"ალბათ, ზედმეტად პრინციპული ვიყავი", - ასე უპასუხა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რატომ უწოდებდნენ მას "უცხო სხეულს". მისი შეფასებით, ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომლის წინააღმდეგიც თავად იყო, ქვეყნისთვის საზიანო იყო. თუმცა ყოფილი მინისტრი არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ გადაწყვეტილებას გულისხმობს.

"ალბათ, ზედმეტად პრინციპული ვიყავი. მინდა დავაზუსტო, როდესაც მე ვსაუბრობ გადაწყვეტილებების საზიანოობაზე ან არასაზიანოობაზე, ეს არის ჩემი გადმოსახედიდან. ჩემი აზრით, ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომლის წინააღმდეგიც მე ვიყავი,
არ იყო ქვეყნისთვის სასარგებლო. არ დავასახელებ კონკრეტულად. მაგაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. არ მიმაჩნია, რომ პოზიტიური შედეგი ექნება ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად, საქმისთვის," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ყოფილი მინისტრის განცხადებით, ის საქართველოში დარჩენას და საქმიანობის აქ გაგრძელებას აპირებს. ამასთან, გიორგი ქობულია პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას არ გამორიცხავს.

"არ გამოვრიცხავ", - ასე
უპასუხა ქობულიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად გამორიცხავს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას.

პარლამენტში ღია ფორმატში გამართული 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ, როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი საკანონმდებლო ორგანოში მისვლის მიზანი დეპუტატებისთვის ხედვების გაზიარება იყო.

"ჩემი დღევანდელი მოსვლის მიზანი იყო, რომ მესაუბრა საქმეზე და გამეზიარებინა დეპუტატებისთვის ხედვები გამეზიარებინა. მე ვთვლი, რომ პარლამენტთან ასეთი ტიპის დიალოგი სასარგებლოა, რადგან ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტს აქვს ძალიან დიდი როლი ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში. მე მნიშვნელოვნად მივიჩნიე პარლამენტისთვის ჩემი აზრების გაზიარება. შესაძლებელია, რომ შემდგომ, თუ ამას ჩათვლიან სწორად, ამ აზრებმა გამოხატულება ჰპოვონ იმ ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. ჩემი მოსვლის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ იყო ის, რომ კიდევ ერთხელ შევუწყოთ ხელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ხალხის კეთილდღეობის ზრდას," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები