ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია - რას ითხოვს "გაერთიანებული ოპოზიცია" - კვირის პალიტრა

ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია - რას ითხოვს "გაერთიანებული ოპოზიცია"

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ დეპუტატი ნიკა მელია და სამართალდამცველები, ასევე, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები. საკრებულო ადმინისტრაციის შენობაში მდებარეობს.

გაერთიანებული ოპოზიცია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე საკრებულოს წევრ გია დანელიასთვის დროებით უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ შესაბამისი მოთხოვნით წერილი მიიტანეს.

"ჯერ არ შეუშვეს ჩვენი წარმომადგენელი, მერე ერთი შეუშვეს, მერე სამი შეუშვეს, ახლა არ ვიცი რა ხდება", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილი საკრებულოს შენობაშია, ნაწილი კი გარეთ არის. მდგომარეობა დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

"ინტერპრესნიუსი"