"როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს" - კვირის პალიტრა

"როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს"

როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს; მინდა, ჩემი საქართველო ამ ფორმით დავინახო, რომ შვას კეთილი, ჯანმრთელი და იმედიანი მომავალი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთაწმინდაზე, ლადო კახაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში არა ლადო კახაძე, არამედ ის ადამიანები შედიან, ვინც კახაძეს მხარს დაუჭერენ.

"მეან-გინეკოლოგი ვარ ჩემი პირველადი პროფესიით. როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს. ჩემი საქართველო მინდა ამ ფორმით დავინახო, რომ შვას კეთილი, ჯანმრთელი და იმედიანი მომავალი. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველაფერი ის, რაც იქნება სამერმისეთში გადასატანი, კარგს გადავიტან. ცუდს ან გავანეიტრალებ, ან ამ ცუდის მიმართ სწორი შეხედულება გვექნება, გამოსწორების გზებსაც დავსახავთ და ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. მარტო ლადო კახაძე არ შედის პარლამენტში, ის ადამიანები შედიან, ვინც ლადოს გამოიყენებენ. მათი ტრიბუნა და მათი ტკივილის გამხმოვანებელი უნდა გავხდე. ეს ჩემთვის არახალია. ჩემმა ასაკმა რომ გამოცდილებები დამიგროვა, ეს კიდევ ერთი პლუსია, ალბათ", - განაცხადა კახაძემ. იხილეთ ვიდეო