"ნაციონალური მოძრაობისგან" არ ელოდე პროვოკაციას, ეს იგივეა ზამთარში არ ელოდე სიცივეს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობისგან" არ ელოდე პროვოკაციას, ეს იგივეა ზამთარში არ ელოდე სიცივეს"

"ნაციონალური მოძრაობისგან" არ ელოდე პროვოკაციას, ეს იგივეა ზამთარში არ ელოდე სიცივეს, - ამის შესახებ ზუგდიდში მყოფმა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, 87-ე საარჩევნო უბანთან შესაძლო სროლის ფაქტი დროულად იქნება გამოძიებული.

"საარჩევნო პროცესი ზუგდიდში მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ცივილურად, როგორც ამ ქალაქს შეეფერება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ექსცესს. სროლის შემთხვევაც იქნება სასწრაფოდ გამოძიებული, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება კანონდამრღვევი, ის დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. ჩვენ ისიც ვიცით, როგორ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, "ნაციონალური მოძრაობისგან" არ ელოდე პროვოკაციას, ეს იგივეა ზამთარში არ ელოდე სიცივეს. მსგავსი პროვოკაციები იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარია, რომ მობილიზებულები არიან ჩვენი სამართალდამცველები", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

"ინტერპრესნიუსი"