"სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ მეგობარს დავუდგე გვერდით" - რა თქვა ირაკლი ალასანიამ ხმის მიცემის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ მეგობარს დავუდგე გვერდით" - რა თქვა ირაკლი ალასანიამ ხმის მიცემის შემდეგ?

"შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდით", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთაწმინდის მე-5 უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, ის არჩევანის გასაკეთებლად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა.

"შალვა ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, რომ დავუდგე შალვას გვერდში. მას სჭირდება მხარდაჭერა. ამიტომ მოვედი აქ. აქ არ მოვსულვარ პოლიტიკაზე სალაპარაკოდ, მოვედი იმიტომ, რომ მივცე ხმა და მეგობარს დავუჭირო მხარი", - განაცხადა ალასანიამ.