"ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა" - რას ამბობს შს მინისტრი?
"ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა" - რას ამბობს შს მინისტრი?
18 მაისს, ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრების მტკიცებით, მათ წარმომადგენელს 87-ე უბანზე, ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს. მოხდარის შემდეგ ორი პირი დააკავეს. ამ ინციდენტზე საუბრისას შს მინისტრმა განაცხადა, რომ "ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა"

როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სმაინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობა.

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა
სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცენდენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის , ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შენმთხვევა, იქნება
ეს პროვოკაციები თუ უბრალო სამართალდარღვევა, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება განურჩევლად მხარეებისა აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი. ისევე, როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის დროსაც, როდესაც მოხდა გასროლა. მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. თუმცა, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გაერკვევა დეტალურად ბოლომდე რა მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება, როგორც ვიცი, არის დაკავებული“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მობილიზება მართლწესრიგის და დემოკრატიულ გარემოში არჩევნების ჩატარებისთვის არის აუცილებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. სწორედ ამაზე პასუხის სახით არის შინაგან საქმეთა სამინისტოს ის ძალები მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულო გარემოში მივცეთ ჩვენს ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთების საშუალება“, - განაცხადა გახარიამ.

????
19 მაისი 2019 13:45
ე ი მინისტრმა დაავალა გამოძიებას იარაღი არ ახსენოთო.
????
19 მაისი 2019 12:43
ლაკატკით ესროლა ? წარმოდგენა დამეკარგა პოლიციაზე ვის იცავს პოლიცია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა