"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

ხულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე საარჩევნო უბანთან ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა, თუმცა პირადობის მოწმობა სახლში დარჩა.

პირადობის მოწმობის არქონის გამო, მერობის კანდიდატი 15 წუთის განმავლობაში ხმას ვერ აძლევდა.

"პირადობა სახლში, პიანინოზე დამრჩა და მალე მომიტანენ", - განაცხადა ჯორბენაძემ ხმიდ მიცემამდე.

საბოლოოდ, ირაკლი ჯორბენაძემ საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ, ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე გააკეთა.

ამ დროისათვის ხულოში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"