"ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ" - კვირის პალიტრა

"ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ"

საქართველოში, რამდენიმე საარჩევნო ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა, დიდი ალბათობით პირველ ტურში გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

"მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ "ქართული ოცნების" კანდიდატებმა,- განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ხმის მისაცემად შვილთან, ბერა ივანიშვილთან და მის მეუღლესთან ერთად მივიდა.

"ინტერპრესნიუსი"