"ზუგდიდში "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ოფისები ისე ახლოსაა, "ჭირვეული მეზობლები" გამახსენდა" - რას წერენ "ფეისბუკში" არჩევნებზე?
"ზუგდიდში "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ოფისები ისე ახლოსაა, "ჭირვეული მეზობლები" გამახსენდა" - რას წერენ "ფეისბუკში" არჩევნებზე?
საქართველოში, რამდენიმე საარჩევნო ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

დღეს არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე იმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. გარდა ამისა, დღესვე მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნებია.

2019 წლის არჩევნებზე განსაკუთრებული ყურადღება
ქალაქ ზუგდიდისკენ არის მიმართული, სადაც მერობისთვის საქართველოს ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ ზუგდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება და ხმაური იყო.

საარჩევნო ციებ-ცხელებას სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილავენ.

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა აქცენტი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ოფისებზე გააკეთა, რომლებიც ზუგდიდში გვერდიგვერდ არიან განთავსებული და
"ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა:

"როგორ ფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისები უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, თუ მათი იდეოლოგია?"

მის პოსტს გამოეხმაურა "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომენტარით:

"ოფისები ისე ახლოსაა, "ჭირვეული მეზობლები" გამახსენდა. იმენა გვერდიგვერდ. რაღაც ახალია ქართულ პოლიტიკაში".

არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი:

"სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, 1 დოლარი რომ 2,75-ია, მარტო მაგიტომ არ უნდა მისცე ხმა სახელისუფლო წარმომადგენელს არსად. სხვა დანარჩენი მიზეზიც ხომ ზომაზე მეტია".

პაატა ქურდაძე, მწერალი, ესეისტი:
"მოკლედ რა.. ეს არჩევნები რომ არ არსებობდეს, ქართველები აუცილებლად მოიგონებდნენ მას! რომ თავიანთი უინტერესო და უბადრუკი ცხოვრება რომელიც ერთი შეხედვით სხვა არაფერში სჭირდებათ, ხშირ და "თითიდან გამოწოვილ", დიდ და პატარა, პერიფერიულ თუ შუალედურ, ან როდესაც სხვა არაფერია, სპორტული ფედერაციების თავმჯდომარებისა და სხვადასხვა ბორდის წევრების არჩევნებს შორის ჩააკვეხონ ხოლმე - სიცოცხლის იმიტაციის განსაცდელად.
არა და გარეთ მზიანი მაისის კვირა დღეა..."

როლანდ ხოჯანაშვილი, ჟურნალ "გზის" ჟურნალისტი:
"ღომის, სულგუნის, ელარჯის და მისთანების ფასებმა აიწია? ზუგდიდი სავსეაო და... აბა, თქვენ იცით, ელარჯუჭმელები არ წამოხვიდეთ მანდედან!"








მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები