დავით ჭიჭინაძე: "ირაკლი კობახიძე ახალ პარლამენტში აღარ იქნება"
დავით ჭიჭინაძე: "ირაკლი კობახიძე ახალ პარლამენტში აღარ იქნება"
ფოტო:დავით ჭიჭინაძე
"ნაცმოძრაობას" არა აქვს ის რეიტინგი, რომ ერთპიროვნულად ჩამოაყალიბოს მთავრობა"

"ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კობახიძის დანიშვნით შეცდომა დაუშვა. მან, პრაქტიკულად, პარტია დაუშალა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. რა ხდება "ქართულ ოცნებაში", რა ფუნქცია ეკისრება მაია მიმინოშვილს, ამ და სხვა საკითხებზე დავით ჭიჭინაძეს ვესაუბრეთ.

- მმართველმა ძალამ მოსახლეობას მხოლოდ ერთი ფიქრი გაუჩინა, თუ როგორ გაუშვას ხელისუფლებიდან, რადგან ხედავს, რომ "ქართული ოცნება" სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათო გახდა.

- კულუარული
ინფორმაციით, მმართველ პარტიაში რიგგარეშე არჩევნების საკითხს განიხილავენ და სწორედ ამას უკავშირდება პარტიიდან ლიდერების წასვლა. თქვენ თუ გაქვთ ამის თაობაზე ინფორმაცია?
- რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს შუალედური არჩევნები წამოსწევს წინ. შემდეგ, ალბათ, იქნება მოსამართლეების საკითხი, რომელიც ძალიან დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს და ამ მუხტის გასანეიტრალებლად "ქარ
თულ ოცნებას", უნდა თუ არა, მოუწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, სხვაგვარად ეს შეიძლება ღრმა დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

- თუ ჩატარდა რიგგარეშე­ არჩევნები, "ოცნება" შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას?
- დღევანდელი მოცემულობით ვერ შეძლებს და ეს ცხადყო საპრეზიდენტო არჩევნებმაც.
ერთპიროვნული გამარჯვებული საპარლამენტო არჩევნებს აღარ ეყოლება, იმიტომ, რომ საზოგადოებაში აღარ არის ერთპიროვნული განწყობა და ვფიქრობ, უფრო დაბალანსებულ პარლამენტს მივიღებთ. ასე რომ, კოალიციური კონფიგურაციები უფრო იქნება, ვიდრე ერთმმართველური ხელმძღვანელობა.

- მაგრამ ოპოზიცია სუსტია...
- სუსტია მაშინ, როდესაც ერთი-ერთზე­ რჩება "ქართულ ოცნებასთან". თუ საპარლამენტო არჩევნები ჩატა­რდა, ოპოზიცია მეტ-ნაკლებად დაბალანსებულად, პარტიული სიით შევა მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე შევლენ დამოუკიდებელი კანდიდატები ან სხვა პარტიების კანდიდატები და მივიღებთ კოალიციური ძალით­ მხარდაჭერილ მთავრობას. ძალიან დიდია­ ალბათობა, "ოცნებამ" პირველი ადგილი აიღოს, მაგრამ ეს არაფრის გარანტია არ იქნება.

- ოპოზიციაში მეტ-ნაკლებად რეიტინგი­ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას".
- "ნაცმოძრაობას" არა აქვს ის რეიტინგი, რომ ერთპიროვნულად ჩამოაყალიბოს მთავრობა. საპარლამენტო არჩევნების დროს უფრო დიდი არჩევანია და ამომრჩეველს შეუძლია კონკრეტულ პირს სიმპათიიდან გამომდინარე მისცეს ხმა. ამიტომ ხმები დაბალანსებულად გადანაწილდება.

- "ოცნების" საპარლამენტო სიასა და ახალ კადრებზე, როგორც ცნობი­ლია, გამოცდების ეროვნული ცენტრის­ ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობს.
- "ოცნებაში" ამაზე უკვე დაუფარავად­ ლაპარაკობენ და გასაგებია, როგორი სიაც იქნება. მიმინოშვილი რეკრუტირებას აკეთებს. მისი შერჩეული პირები ქვეყნისა და პოლიტიკისთვის სასიკეთო არ იქნება.

- რატომ შეარჩია მიმინოშვილი "ოცნებამ", ამისთვის ხომ უცხოური კომპანია­ დაიქირავა?
- არ ვიცი. მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა, მაგრამ ხალხი საკადრის პასუხს იძლევა - მას აზრს ვერც პიარკამპანია, ვერც ლობისტები შეუცვლიან და ვერც კონკრეტული პირი.

- მაია მიმინოშვილთან ერთად კადრების შერჩევაზე კიდევ ვინ მუშაობს?
- ვფიქრობ, ღარიბაშვილის დაბრუნებაც მაგიტომ გადაწყვიტეს, იმასაც დააკისრეს რაღაც ფუნქცია...
კოლექტიური ზარდიაშვილები და კობახიძე კალაძის მონაპოვარია. თავის დროზე მას ივანიშვილი ძალიან­ ენდობოდა და მანაც მოახერხა ამ ხალხის სიაში შეყვანა, აქედან გამომდინარე მივიღეთ ის, რომ "ოცნება" ხალხს შესძულდა.

- ღარიბაშვილი კი დაბრუნდა, თუმცა ისე­ არ აქტიურობს, როგორი მოლოდინიც იყო.
- ეტყობა, ვერ მოიპოვა პარტიაში სათანადო გავლენა. ამას საზოგადოების მხარდაჭერაც სჭირდება. თუ ხალხი მხარს არ გიჭერს, ისეთ გავლენას ვერ მოიპოვებ...

- ანუ არ არის გამორიცხული, კობახი­ძესა და ღარიბაშვილს შორის პარტიაში­ გავლენისთვის ბრძოლის მეორე ეტაპი დაიწყოს?­
- კობახიძეს თავისი რესურსი ამოწურული აქვს. ის ახალ პარლამენტში აღარ იქნება.

- თუმცა ფაქტია, გავლენა აქვს პარტიაში.
- რა გავლენა, უბრალოდ, ახირებული­ ადამიანია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს თავისი თანამდებობის გამოყენებას. ბიძინა ივანიშვილი კი იცავს საკუთარ­ არასწორ გადაწყვეტილებას, როგორც ხშირად სჩვევიათ ადამიანებს, როდესაც არ უნდათ შეცდომების აღიარება. მან იცის, რომ კობახიძის დანიშვნით შეცდ­ომა დაუშვა. მან პარტია, პრაქტიკულად, დაუშალა.

- კობერიძის შემდეგ ელოდებით "ოცნებიდან"­ კიდევ ვინმეს წასვლას?
- ეს შეუქცევადია. ყველა ღირსეული ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ადარდებს, მმართველ ძალას გაეცლება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?