"ოქმების მონაცემებით, ზუგდიდში 54,08 %-ით გეგა შენგელიამ გაიმარჯვა, მარნეულში კი ჩვენმა კანდიდატმა 78.75 % მიიღო" - კვირის პალიტრა

"ოქმების მონაცემებით, ზუგდიდში 54,08 %-ით გეგა შენგელიამ გაიმარჯვა, მარნეულში კი ჩვენმა კანდიდატმა 78.75 % მიიღო"

ზუგდიდში გეგა შენგელიამ 54.08% მიიღო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ოქმების მონაცემებით 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, მარნეულშიც მოიგო "ქართული ოცნების“ კანდიდატმა.

"რაც შეეხება მარნეულს, დათვლილია 86 უბანი. 78.75% ზაურ დარგალს ეკუთვნის“,- განაცხადა კობახიძემ.