ზაალ უდუმაშვილი: "სააკაშვილს ხომ არ უთქვამს, ხელკეტებს ავიღებთ და სისხლს დავღვრითო"
ზაალ უდუმაშვილი: "სააკაშვილს ხომ არ უთქვამს, ხელკეტებს ავიღებთ და სისხლს დავღვრითო"
ფოტო:ზაალ უდუმაშვილი
"თუ "ნაციონალური მოძრაობა" რამე ცუდს აკეთებდა და იმავეს იმეორებს "ქართული ოცნება", ეპატიებათ?! ერთხელ და სამუდამდო ხომ უნდა დავამთვაროთ სამაგიდო ფურცლების ფრიალი?!"

რისთვის ემზადება "ნაციონალური მოძრაობა" შუალედური არჩევნების შემდეგ? "კვირის პალიტრა" პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ზაალ
უდუმაშვილს
ესაუბრა:

- როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების დღემ ძალიან მძიმედ ჩაიარა. "ოცნებამ" ზუსტად იგივე სცენარი გამოიყენა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებში. ეს იყო მაქსიმალური მობილიზება ადმინისტრაციული რესურსის, ამომრჩევლის მოსყიდვა და სამაგიდო სიები, რომლებიც ჩაბარებული
ჰქონდათ ადგილობრივ კოორდინატორებს. განსხვავებული იყო ის, რომ ამ ყველაფერს ჩვენც მზად დავხვდით. თითოეულ უბანზე ვიბრძოდით, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა "ოცნების" მიერ გაყალბების მცდელობა. ამ ეტაპზე აღვკვეთეთ კარუსელის ჩატარების ცდა, ბევრგან - ფულის დარიგების ფაქტები, მაგრამ სადღაც ეს მაინც მოხდა.

- სამაგიდო სიები და კოორდინატორები ხომ "ნაციონალური
მოძრაობის" მანკიერი პრაქტიკაა, რომელსაც ყველა არჩევნებზეც აქტიურად იყენებდით?
- თუ "ნაციონალური მოძრაობა" რამე ცუდს აკეთებდა და იმავეს იმეორებს "ქართული ოცნება", ეპატიებათ?! ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დავამთავროთ სამაგიდო ფურცლების ფრიალი?!

რაც 19 მაისს ვნახეთ - ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვა - ესეც "ნაციონალური მოძრაობისგან" გადმოიღეს?! მანქანებით დგანან და სიგარეტის კოლოფებში ჩადებულ ფულს არიგებენ! უამრავი კადრი გვაქვს ამის ამსახველი. ესეც "ნაციონალური მოძრაობის" პრაქტიკაა?! რამდენიმე დღით ადრე საჯარო მოხელეებმა სიპ-ებსა და აიპ-ებში შვებულება აიღეს და ყველამ ერთად გადაწყვიტა, ეს შვებულება ზუგდიდში გაატარონ! ესეც ჩვენი მოფიქრებული ხომ არ არის?

- "ქართული ოცნება" პროვოკაციაში გადანაშაულებთ და ამით ხსნიან ზუგდიდში მობილიზებას...
- ჩვენ რომ არ ჩამოგვეყვანა ათასობით დამკვირვებელი, ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ, რაც გააკეთეს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ეს იყო ბარიერი, რომელმაც შეაფერხა "ოცნება", რომ არ გაეყალბებინა არჩევნები. უბნები "ქართული ოცნების" ანაბარად არ იყო მიტოვებული. სწორედ ამიტომ ძველი ბიჭები არ აქტიურობდნენ, ისე, როგორც წინა არჩევნებზე. ყველა არჩევნებზე იქნება განსაკუთრებული მობილიზება, რათა არ გაყალბდეს.

- ესე იგი, გამართლებულია "რუსთავი­ 2"-ის გენერალური დირექტორის ჩასვლა ზუგდიდში და სააკაშვილის მოწოდებები, რომ არ აპირებთ, გვერდიდან უყუროთ და ქვეყანაში ვითარება "აადუღოთ"?
- თუ დააპირებენ, ეს ხმები თავზე­ დაგვახიონ და თავიანთ კანდიდატებს დაუწერონ ის რიცხვები, რომელიც აწყობთ, ბუნებრივია, გვაქვს კანონიერი უფლება, პროტესტს მივმართოთ. კეთილი ინებონ და ნორმალურად დათვალონ ხმები! ჩვენ ხომ არ ვითხოვთ, ჩვენს სასარგებლოდ დათვალონ?! დათვალონ ისე, როგორც ყუთებშია ჩაყრილი.

- ასეთი განცხადებები დესტაბილიზაციის მცდელობას არ ნიშნავს?
- პროტესტი როდის აქეთ ნიშნავს დესტაბილიზაციას? აქცია რომ გავმართოთ, ეს დესტაბილიზაციაა?!

- თუმცა სააკაშვილი ამბობს, რომ არ გაჩერდება...
- სააკაშვილს ამ განცხადებაში ხომ არ უთქვამს, რომ ხელკეტებს ავიღებთ და სისხლს დავღვრით. პროტესტის ფორმა არის აქცია, სადაც გავახმაურებთ კონკრეტულ მოთხოვნებს. ქუჩაში გამოსვლას ვერავინ აგვიკრძალავს, თუ ჩავთვლით, რომ არჩევნების შედეგებს გვპარავენ.

- ანუ არ არის გამორიცხული, არჩევნების დასრულებისთანავე აქციები დაიწყოთ?
- თუ ხმებს ნორმალურად დათვლიან, არანაირი აქცია არ იქნება.

- და თუ შედეგები თქვენთვის მისაღები არ იქნება?
- თუ ხმები დაითვლება ნორმალურად, მისაღები იქნება ყველასთვის, მაგრამ თუ ეცდებიან ბიულეტენების გაბათილებას, პროტესტი მართლაც იქნება.
...
20 მაისი 2019 11:17
ქვეყანაზე კი არ ფიქრობთ საკუთარ თავზე ფიქრობთ ბევრი ფული გქონდეთ და საზღვარგარეთ ბინები აბა იყოს ქვეყანაზე რო ფიქრობდეს ისეთი კანდიდატები მთელი საქართველო დაუჭერს მხარს
...
20 მაისი 2019 11:07
საქართველოში აღარ არიან ქვეყნის მოყვარული ხალხი ნაციონალები ხო არ ვარგანან არც ესენი ვარგანან მთავრობა გვინდა ხალხზე ზრუნავდეს ესენი ორივენი საკუთარ თავზე მორგებულები არიან ვერც ხვდებიან წავიდნენ და გზა პატრიოტებს დაუთმონ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?