"არ გაივსო ეს ჩვენი ზუგდიდი ჩამოთრეულებითო..." - საარჩევნო კურიოზები
"არ გაივსო ეს ჩვენი ზუგდიდი ჩამოთრეულებითო..." - საარჩევნო კურიოზები
19 მაისს გამართული შუალედური არჩევნები დაძაბულობის მიუხედავად, მეტად საინტერესო და სახალისო გამოდგა.

საარჩევნო პროცესი სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა და წესით, დიდად დაძაბული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგეხსენებათ, ქართველების სამხრეთული ტემპერამენტი, ჰოდა, პოლიტიკური ძალები გვარიანად "გადახურდნენ", ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად შეეხო "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას". ამ უკანასკნელმა გასაოცარი მობილიზება მოხდინა რიგითი რულოვსის, უფრო ზუსტად, ექსპირველი ლედის სანდრა რულოვსის ზუგდიდში გასამარჯვებლად - ლამის 5000-კაციანი აქტივი გადასახლდა საარჩევნო დღეს ზუგდიდში. ამიტომაც
იყო, ზუგდიდელები ხუმრობდნენ: "არ გაივსო ეს ჩვენი ზუგდიდი ჩამოთრეულებითო..."

"ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა"

რა თქმა უნდა, "ჩამოთრეულებს" შორის ყველაზე "თვალსაჩინო" "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო, რომელიც მიკროფონით დარბოდა საარჩევნო უბნებთან და დიდ-პატარას ნერვებს უშლიდა. შედეგად თვითონაც გვარიანად გაილანძღა, მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე
ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ნიკა გვარამია და ადგილობრივი მცხოვრები ქეთევან სორდია. აი, რას ჰყვება ამ დაპირისპირებაზე ქალბატონი ქეთევანი ჟურნალისტებთან: "გვარამიამ მითხრა, რა გიჭირავს ხელში, აქ რატომ დგახარო?! ვუთხარი, რომ მოქალაქე ვარ-მეთქი. დამეტაკა, წამართვა ჩანთა, რომელშიც ფეხსაცმელები მედო. გადმომიგდო სათვალე. პირდაპირ დამიპირისპირდა. ეს საზიზღარი! ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა."

საბოლოოდ გვარამიამ ტერიტორია დაცვის თანხლებით დატოვა, რომელიც ზუგდიდში მუდმივად თან ახლდა.

ბატკანი საარჩევნო უბანში

სახალისო ამბავი მოხდა პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველმა კომისიის წევრებს ნამცხვარი და ყვავილები მიუტანა.
დანო თურქოშვილი საარჩევნო უბანზე­ ბატკანთან ერთად გამოცხადდა. მან კომისიის წევრებს ლექსიც კი წაუკითხა. თურქოშვილმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით კომისიის წევრების მიმართ პატივისცემა გამოხატა.

კოორდინატორები და სიები

ამ არჩევნების განუყოფელ ნაწილადაც იქცა უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული კოორდინატორებისა და სიების ამბავი. ამჯერადაც უბნებთან მრავლად იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, თუმცა ამის გაკეთებას მალულად ცდილობდნენ.
მაგალითად, მოქალაქე გიორგი კალანდიამ, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის 76-ე საარჩევნო უბანთან სიებითა და საბუთებით იდგა, განაცხადა, რომ დისერტაციას იცავდა. ზესტაფონში კი ერთ-ერთმა კოორდინატორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თან ცოდვების სია ჰქონდა, რომელსაც აღსარებისთვის აგროვებდა. კიდევ ერთი ქალბატონი აცხადებდა, რომ საკუთარი დაბადების დღის სტუმრების სია ჰქონდა თან, რომლის სრულყოფასაც ცდილობდა.

დაბნეული კანდიდატი


ხულოში საარჩევნო უბანზე მისულმა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ აღმოაჩინა, რომ პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩენოდა... ამ მიზეზით მან ხმა 15 წუთის განმავლობაში ვერ მისცა.

ჩხუბი პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის

ზუგდიდის #21-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეებმა პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის იჩხუბეს. კაცმა თქვა, რომ უბანზე სპეციალურად მივიდა დილის 7-ის ნახევარზე, რათა ხმა პირველს მიეცა. ხოლო ქალი, რომელმაც მას ხმის მიცემა დაასწრო - 8-ის ნახევარზე. დაძაბულობა პოლიციამ განმუხტა.

ნაკურთხი საარჩევნო უბანი

ხმის მიცემის დროს ზუგდიდის მეხუთე საარჩევნო უბანი აკურთხეს და კომისიის წევრები დალოცეს. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა განაცხადა, რომ ეს ჯერ პირველი უბანი იყო და საღამომდე რამდენიმე ადგილის კურთხევასაც მოასწრებდა.

"ნასვამი რომ ვარ, საჭესთან ხომ არ ვარ? "

ზუგდიდის #5 უბანზე ნასვამ მამაკაცს ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს. როგორც უბნის თავმჯდომარე ანა თოდუამ განმარტა, ის ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს არ დაემორჩილა. მომხდარით მოქალაქე ნაწყენი დარჩა და განაცხადა: "ნასვამი რომ ვარ, საჭესთან ხომ არ ვარ? რა გინდათ? არჩევნებზე არ უნდა მოვსულიყავი?!"

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (4)
დავიდ
21 მაისი 2019 03:41
სანამ ამნაირი ზველი დენიკინის დროინდელი და 21 საუკუნის დროინდელი პროვოკატორები იარსებებენ,საქარტველოს არაფერი ესჰველება,ვერც ხვტისჰობლის წილხვედრობა უსჰველის ამ ქვეყანას და ვერც ბიზინას არაფორმალური მარტველობა,ტუგინდ 2030 წლამდე,ბიზინამ საბოლოოდ უნდა მოგუდოს და მოახრჰოს ეს ფულზე დახამებული ხალხი,სამსჰობლოსაც კაპიკებად გაყიდიან ტუ მტერი მოგვადგა,რას დაემსგავსენ ეგ უბედურები,ვერ ხვდებიან ხმერტი ნელ ნელა რომ უზავნის საქარტველოს ხვტის რისხვას,ფაროსანას სახიტ,სეტყვის სახიტ,წყალდიდობის სახიტ,ავამტყოფობის სახიტ,გახრწნილობის და გადავარების სახიტ,ერტ დროს საქები ერი ტავის გმირობიტ და ისტორიიტ,მიიხრწნა,დაუზლურდა,გადავარდა,დაკარგა ხირსება,მატხოვრებად და მონებად გადაიქცნენ,დიდგვარევნები «ბრჯყალებსჰი« ტავიდან ფეხებამდე კორუფციასჰი და ერტი კაცის მლიქვნელობასჰი არიან გადასული,ბიზინა ამას კარგად ხედავს,იცინის,იცინის და კვდება სიცილიტ,ვაი ტქვე მარტლა სასაცილეებო,ტქვენი დრო დატვლილია,ხმერტი მყისიერად სწრაფად გაგანადურებტ,ტქვენ ხირსი არ ხარტ სჰეცოდების და ტანარზნობის
jemali
20 მაისი 2019 21:47
მიდი კანონო იკანოანე მეტი რა გინდათ მშვენიერი ფაქტია გვარამიას წინააღმდეგ
llll
20 მაისი 2019 19:52
ეს საქართველოა! ნამდვილად, ზუსტად რა.
ტოტო
20 მაისი 2019 18:38
გვარამია,ახლა შენ,თუ ჭკუა მოგეკითხება...ჩათვალე.რომ შენმა გამოხტომებმა ჩააფლავა ნაცების კანდიდატი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები