ცესკო: ლადო კახაძე 41%, შალვა შავგულიძე 36,83% - კვირის პალიტრა

ცესკო: ლადო კახაძე 41%, შალვა შავგულიძე 36,83%

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ყველა უბნის მონაცემების დათვლის მიხედვით, მთაწმინდაზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6 036 ხმა. "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5 422 ხმაა.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანი იყო გახსნილი და უკვე დათვლილია ყველა უბნის მონაცემები.

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო 4,76%, ლევან იოსელიანი - 6,55%, კობა დავითაშვილი - 2,91%, სოფიო ხორგუანი - 2,64%, გრიგოლ გეგელია -3,14%.

"ინტერპრესნიუსი"