"ქართულმა ოცნებამ" "ნაცმოძრაობა" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" "ნაცმოძრაობა" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა"

ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულმა ოცნებამ" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა,- ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კონცენტრირება მომავალზე უნდა მოახდინოს და უსაგნო დაპირისპირებაზე აღარ იფიქროს.

"მთავარი კონცენტრირება ჩვენ ახლა უნდა მოვახდინოთ მომავალზე. აღარ უნდა ვიფიქროთ უაზრო, უსაგნო დაპირისპირებაზე. ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულმა ოცნებამ" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ამის შემდეგ ჩვენი ენერგია უნდა მივმართოთ შენებაზე, რეფორმებზე, წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი მოტივირებულია. განახლებული ენერგიით ამ მოქმედებას სულ მალე დავიწყებთ, არჩევნების დასრულებისთანავე. ძალიან მალე იგივე ჩვენი მოსახლეობაც და თუნდაც ჩევნი ოპონენტებიც, რომლებმაც მხარი არ დაგვიჭირეს, ნახავენ, რომ რეალური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, რომ სტაბილურად და მშვიდობით მართოს ჩვენი ქვეყანა, ეს არის "ქართული ოცნება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"