"ნაციონალური მოძრაობა" კარგა ხანია ცდილობს როგორმე ჩამოიშოროს სააკაშვილი" - რატომ დაუპირისპირდა მელია სააკაშვილს?
20-05-2019
"ნაციონალური მოძრაობა" კარგა ხანია ცდილობს როგორმე ჩამოიშოროს სააკაშვილი" - რატომ დაუპირისპირდა მელია სააკაშვილს?
"ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ დავიწყებ რევოლუციას და არ იწყება ეს რევოლუცია, უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება... ეს "დათვური სამსახურია", - ეს განცხადება შუალედურ არჩევნებში მარცხის შმედეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა, რითაც, ფაქტობრივად, დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 19 მაისის დილას სწორედ რევოლუციისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას...

- ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" კარგა ხანია ცდილობს როგორმე ჩამოიშოროს სააკაშვილი, მათ არც რულოვსის დასახელება უნდოდათ კანდიდატად, მაგრამ მიშას
წინააღმდეგ ვერ წავიდნენ, ახლა კი სრულიად საფუძვლიანად შეიძლება სწორედ მას დააბრალონ ეს მარცხი. ისინი კარგად ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაფურცლული ფურცელია... გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებებით უბრალოდ კი არ აზიანებს "ნაციონალური მოძრაობის" იმიჯს, არამედ ყველანაირ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ეს პარტია გამოცხადდეს ექსტრემისტულ ძალად
და აიკრძალოს, ჩავიხედოთ კონსტიტუციაში, სააკაშვილი პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას.

ამიტომაც ვფიქრობ, უნდა კარგად დაფიქრდნენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და მნიშვნელოვნად შეცვალონ მოქმედების ტაქტიკა, მათ შორის ნიკა მელიამაც უნდა შეცვალოს ის რადიკალური რიტორიკა, რაც მას ახასიათებს.

მიხეილ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა შანსი, გარდა არეულობისა და რევოლუციისა, არა აქვს, ამიტომაც, როგორც შეუძლია, ამის დაანონსებას ცდილობს. მას ნამდვილად ძალიან უნდა, რომ ქვეყანაში ვითარება "აადუღოს", მაგრამ ეს არ უნდა ქართველ საზოგადოებას, მათ შორის - მისი მომხრეების დიდ ნაწილსაც, ამიტომაც მისი ეს განცხადებები მხოლოდ აფრთხობს ადამიანებს.
არეულობის შიშით მოქალაქეები მზად არიან, კვლავ და კვლავ ხმა მისცენ "ქართულ ოცნებას". ამგვარი მუქარით სააკაშვილი მხოლოდ "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

თუმცა საარჩევნო პროცესი უხარვეზო ნამდვილად არ ყოფილა. კვლავაც პრობლემა იყო სიებით შეიარაღებული ხალხი საარჩევნო უბნებთან, ასევე - ფულის გადაცემის ფაქტები, რაც რამდენიმე ვიდეოჩანაწერში ვნახეთ. ეს აჩენს კითხვებს...

აშკარაა, რომ მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან იყო ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა, თუმცა, ჩემი აზრით, ამას არ ჰქონია არც მასშტაბური და არც სისტემური ხასიათი და უფრო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინიციატივა იყო. ეს ფაქტები აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე დასაჯონ, რათა მომდევნო არჩევნებში ეს პრობლემა უფრო მასშტაბური არ გახდეს. სხვა მხრივ, ვფიქრობ, პროცესი ნორმალურად წარიმართა, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩატარებული არჩევნებისაგან, როდესაც ოპოზიციას არჩევნებს უყალბებდნენ და თან ამაზე ლაპარაკის უფლებასაც არ აძლევდნენ! დღეს ლამის პირდაპირი ეთერებით აჩვენებენ ტელევიზიები დარღვევებს. გაიხსენეთ სააკაშვილის დროინდელი ტელევიზიები - ამას ვინ გაბედავდა?! იხილეთ სრულად

lile
21 მაისი 2019 10:11
რიტორიკის შეცვლა მელიას ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ის ისეთივე მოძალადეა როგორც მიშა........................................
Amberki
21 მაისი 2019 08:52
ჩამოშორება თუ გინდათ, ეგერ არ გყავთ მაგ საქმის სპეციალისტი კოდუა?
ვნახოთ თუ დაბლოკავთ
20 მაისი 2019 21:53
აბა ვინ გამოიცნობს რამდენს ურიცხავს ბიძინა სააკაშვილს?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?