"სანდრა რულოვსს მოუწევს არჩევნების შედეგებთან შეგუება, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია" - კვირის პალიტრა

"სანდრა რულოვსს მოუწევს არჩევნების შედეგებთან შეგუება, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია"

სანდრა რულოვსს მოუწევს არჩევნების შედეგებთან შეგუება, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია.

რაც შეეხება ნიკა მელიასა და სანდრა რულოვსის მიერ რევოლუციური სცენარის შესახებ გაკეთებულ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს, კალაძის შეფასებით, პარტიაში დაპირისპირებაა.

"მე გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის ტელეკომპანია "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია",- განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"