ვინ დაპატიჟა ზელენსკიმ ინაუგურაციაზე საქართველოდან და რა საჩუქარი გაუგზავნა ბუბა კიკაბიძემ?
ვინ დაპატიჟა ზელენსკიმ ინაუგურაციაზე საქართველოდან და რა საჩუქარი გაუგზავნა ბუბა კიკაბიძემ?
ფოტო:ვლადიმირ ზელენსკი, ბუბა კიკაბიძე, სალომე ზურაბიშვილი, რატი აბზიანიძე
20 მაისს უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ საინაუგურაციო კონცერტზე ქართველი მომღერალი ბუბა კიკაბიძე მიიწვიეს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკისთან კარგა ხანია მეგობრობს. ზელენსკის უკრაინაში დიდი კინოწარმოება აქვს და 2012 წელს ბუბა კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. უკრაინაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუბას ყველა გასტროლს ზელენსკის კომპანია უწევს ორგანიზებას, მათ შორის საიუბილეო კონცერტიც მათი ორგანიზებული იყო. როდესაც ზელენსკის ჰკითხეს თუ რატომ არ ჩადიოდა რუსეთში, მან განაცხადა რომ, როგორც ჩემი
კერპი - ბუბა კიკაბიძე არ ჩადის, მეც არ ჩავდივარ, ბუბა ჩემი გურუაო...

ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი რატი აბზიანიძე გვესაუბრა, თუ რატომ ვერ მოახერხა ქართველმა მომღერალმა საინაუგურაციო კონცერტზე დასწრება.

- დიახ, ბუბა კიკაბიძე საინაუგურაციო კონცერტზე მიიწვიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, წამოსვლა ვერ მოახერხა. პარიზში ქართული ეკლესიის ასი წლის იუბილეზე
იყო მიწვეული, სადაც სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლებიც მონაწილეობენ...

ისე დაემთხვა, რომ ზელენსკის ინაუგურაციაც დღეს არის და პარიზის კონცერტიც.

- ანუ ბუბა კიკაბიძემ პარიზის ქართული ეკლესიის საიუბილეო კონცერტი ამჯობინა?
- ასე ვერ ვიტყოდი... პარიზში უკვე ხალხმა იცოდა, რადგან კონცერტი ადრე დაიგეგმა. ჩვენ ინაუგურაციას 29 მაისს ვფიქრობდით და რადგან ასე ადრე გადაწყდა, მე სწორედ იმიტომ გამომიშვა თავის წარმომადგენლად.
ვლადიმირ ზელენსკი, ბუბა კიკაბიძე
- საჩუქარიც გაგატანათ?
- დიახ... სიმბოლურად ბუბა კიკაბიძის საიუბილეოდ ჩამოსხმული კონიაკი, რომელიც მხოლოდ ასი ცალი ჩამოისხა მაშინ, როდესაც 70 წლის გახდა.

- თვითმფრინავით მგზავრობის ფოტოები გამოაქვეყნეთ, სადაც სალომე ზურაბიშვილთან ერთად ხართ...
- ერთად გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები. მან არ იცის ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი რომ ვარ, ან რა შუაშია?! საკმაოდ კომუნიკაბელური ქალბატონი ჩანს, როგორც ერთად მგზავრობისას შევნიშნე და სურვილი გამიჩნდა ფოტოები გადაგვეღო.


(სპეციალურად საიტისთვის)

გური
20 მაისი 2019 18:28
უკრაინამ ღირსეული პრეზიდენტი აირჩია ბუბა უნდა იყოს საქართველოს დესპანი უკრაინაში, ალბად სპეციალურად მოუწევს ჩასვლა მისალოცად,
დათო
20 მაისი 2019 15:29
კომბლეს - იქაც ფულმა გაიმარჯვა. დღეს ყველგან ფული იმარჯვებს პოლიტიკაში. ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა
კ ო მ ბ ლ ე
20 მაისი 2019 15:09
ეს არის ხალხის გამარჯვება ფულის წინააღმდეგ... ჩვენ როდის შევძლებთ ამას???
მხოლოდ მაშინ, როდესაც ქართველები ფულზე აღარ გაიყიდებიან, ცხვრებივით არ გაიყიდებიან მა-ყუ-თზე ! ! !
სულ ზევით ზევით ! ! !
მაღლა და მაღლა!
ასწიე ფეხი!
დამეწყო დაღლა.
ხელისუფალი
არ გვყავს საჩვენო
და გვენატრება, ,
თამარის და ვახოს სამეფო !!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?