ვინ დაპატიჟა ზელენსკიმ ინაუგურაციაზე საქართველოდან და რა საჩუქარი გაუგზავნა ბუბა კიკაბიძემ? - კვირის პალიტრა

ვინ დაპატიჟა ზელენსკიმ ინაუგურაციაზე საქართველოდან და რა საჩუქარი გაუგზავნა ბუბა კიკაბიძემ?

20 მაისს უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ საინაუგურაციო კონცერტზე ქართველი მომღერალი ბუბა კიკაბიძე მიიწვიეს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკისთან კარგა ხანია მეგობრობს. ზელენსკის უკრაინაში დიდი კინოწარმოება აქვს და 2012 წელს ბუბა კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. უკრაინაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუბას ყველა გასტროლს ზელენსკის კომპანია უწევს ორგანიზებას, მათ შორის საიუბილეო კონცერტიც მათი ორგანიზებული იყო. როდესაც ზელენსკის ჰკითხეს თუ რატომ არ ჩადიოდა რუსეთში, მან განაცხადა რომ, როგორც ჩემი კერპი - ბუბა კიკაბიძე არ ჩადის, მეც არ ჩავდივარ, ბუბა ჩემი გურუაო...

ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი რატი აბზიანიძე გვესაუბრა, თუ რატომ ვერ მოახერხა ქართველმა მომღერალმა საინაუგურაციო კონცერტზე დასწრება.

- დიახ, ბუბა კიკაბიძე საინაუგურაციო კონცერტზე მიიწვიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, წამოსვლა ვერ მოახერხა. პარიზში ქართული ეკლესიის ასი წლის იუბილეზე იყო მიწვეული, სადაც სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლებიც მონაწილეობენ...

ისე დაემთხვა, რომ ზელენსკის ინაუგურაციაც დღეს არის და პარიზის კონცერტიც.

- ანუ ბუბა კიკაბიძემ პარიზის ქართული ეკლესიის საიუბილეო კონცერტი ამჯობინა?

- ასე ვერ ვიტყოდი... პარიზში უკვე ხალხმა იცოდა, რადგან კონცერტი ადრე დაიგეგმა. ჩვენ ინაუგურაციას 29 მაისს ვფიქრობდით და რადგან ასე ადრე გადაწყდა, მე სწორედ იმიტომ გამომიშვა თავის წარმომადგენლად.

ვლადიმირ ზელენსკი, ბუბა კიკაბიძე - საჩუქარიც გაგატანათ? - დიახ... სიმბოლურად ბუბა კიკაბიძის საიუბილეოდ ჩამოსხმული კონიაკი, რომელიც მხოლოდ ასი ცალი ჩამოისხა მაშინ, როდესაც 70 წლის გახდა.

- თვითმფრინავით მგზავრობის ფოტოები გამოაქვეყნეთ, სადაც სალომე ზურაბიშვილთან ერთად ხართ...

- ერთად გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები. მან არ იცის ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი რომ ვარ, ან რა შუაშია?! საკმაოდ კომუნიკაბელური ქალბატონი ჩანს, როგორც ერთად მგზავრობისას შევნიშნე და სურვილი გამიჩნდა ფოტოები გადაგვეღო.

იხილეთ ასევე: "ვინ იფიქრებდა, რომ ამხელა "მახინა" დაიშლებოდა. რუსეთსაც იგივე ელის" - ინტერვიუ, რომელმაც რუსული პოლიტისტებლიშმენტი და მედია აღაშფოთა

(სპეციალურად საიტისთვის)