"მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად!" - კვირის პალიტრა

"მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად!"

მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად, ზუსტად ამ სექსისტური განცხადების გამო, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოძე მოუწოდებს მმართველი პარტიიდან ქალებს, რომ დაგმონ ღარიბაშვილის განცხადება.

"მე, როგორც ქალმა პოლიტიკაში და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება ქალი პოლიტიკაში თავდასხმის ობიექტი, მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის მმართველი პარტიიდან ქალებს, რომ დაგმონ და დავგმოთ, წერტილი დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომელიც ხორციელდება ქალების მიმართ. რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, ეს არის კომიკური, კარიკატურული ფიგურა და მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი მივმართავ მას, ქალები გჯობივართ ბევრად, ზუსტად ამ სექსისტური განცხადების გამო," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იხილეთ ასევე: "მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, დაისვენეთ"

"ინტერპრესნიუსი"