რუსეთი ოკუპანტია !
"მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად!"
20-05-2019
"მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად!"
მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად, ზუსტად ამ სექსისტური განცხადების გამო, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოძე მოუწოდებს მმართველი პარტიიდან ქალებს, რომ დაგმონ ღარიბაშვილის განცხადება.

"მე, როგორც ქალმა პოლიტიკაში და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება ქალი პოლიტიკაში თავდასხმის ობიექტი, მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის მმართველი პარტიიდან ქალებს, რომ დაგმონ და დავგმოთ, წერტილი დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომელიც
ხორციელდება ქალების მიმართ. რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, ეს არის კომიკური, კარიკატურული ფიგურა და მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი მივმართავ მას, ქალები გჯობივართ ბევრად, ზუსტად ამ სექსისტური განცხადების გამო," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"



ცირა
20 მაისი 2019 15:10
და პრეზიდენტს რომ ლანძღავენ, მ,აშინ რატომ არ იღებთ ხმას?
zaza
20 მაისი 2019 13:29
ქალბატონო ხატია თქვენისთანა პოლიტიკოსები რომ ჰყავს ქვეყანას, სწორედ ამიტომ ვართ ასეთ დღეში.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?