აფხაზეთში ოპოზიცია უვადო პროტესტს იწყებს
20-05-2019
აფხაზეთში ოპოზიცია უვადო პროტესტს იწყებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან მილიციაა მობილიზებული, სადაც ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და უვადო საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადავადებას ითხოვს, რაზეც დღეს ე.წ. პარლამენტმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

"ვთხოვდით, საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანას. ხალხის ეს თხოვნა იგნორირებულია. ამის შემდეგ, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. წინასწარ ვთხოვთ ხალხს, არ წამოეგონ პროვოკაციებს, არ აყვნენ შეურაცხყოფას და ბოლომდე იდგნენ ადგილზე. ვაცხადებთ უვადო პროტესტს. ვიდგებით, ვიდრე აფხაზეთის პრეზიდენტი არ
გამოვა თავის ხალხთან“ ,- განაცხადა პარტია "ამცახარას" პრეზიდიუმის წევრმა ვიქტორ ტვანბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანის საკითხს.

არჩევნების გადავადების მოთხოვნით ბლოკი „ოპოზიციური ძალები“ გამოდის, რომელსაც კანდიდატად ბლოკის ლიდერის, ასლან ბჟანიას კანდიდატურის წარდგენა სურს.

ასლან ბჟანია 18 აპრილს
მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანია მოწამლეს. მას სისხლში ვერცხლისწყლის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?