"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციაში და ნატოში გაწევრიანებისთვის"
ჩვენ ყველაზე კიდევ ერთი გამოწვევა გვაქვს - არჩევნები ევროპარლამენტში. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციასთან და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც დღეს გაიმართა. შეხვედრა ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა.
მხარეებმა შეხვედრისას ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების მიმართულებები განიხილეს და გამოთქვეს რწმენა, რომ სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში მოიწვია.
ინფორმაციას შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"