"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციაში და ნატოში გაწევრიანებისთვის" - კვირის პალიტრა

"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციაში და ნატოში გაწევრიანებისთვის"

ჩვენ ყველაზე კიდევ ერთი გამოწვევა გვაქვს - არჩევნები ევროპარლამენტში. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციასთან და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც დღეს გაიმართა. შეხვედრა ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრისას ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების მიმართულებები განიხილეს და გამოთქვეს რწმენა, რომ სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"