კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს
21-05-2019
კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, თბილისში გამოკითხული რესპონდენტების 33% ფიქრობს, რომ კახა კალაძე "კარგად" მუშაობს, 10%-ის აზრით - "ძალიან კარგად", 30%-ის შეფასებით, - "საშუალოდ", 16%-ის აზრით, - ცუდად, 7% მიიჩნევს, რომ "ძალიან ცუდად", 3% კი აცხადებს, რომ "არ იცის". დანარჩენებმა პასუხზე უარი განაცხადეს.

რაც შეეხება სხვა ლიდერებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასების რეიტინგი ასეთია: 1
% მიიჩნევს, რომ "კარგად" მუშაობს, 19 % - "ძალიან კარგად", 38% - "საშუალოდ", 21% - "ცუდად", 9% - "ძალიან ცუდად", 12%-მა "არ იცის".

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: 3%-ის აზრით, "ძალიან კარგად" მუშაობს, 17% - "კარგად", 44% - "საშუალოდ", 17% - "ცუდად", 5% - "ძალიან ცუდად".

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: 2%-ის აზრით "ძალიან
კარგად" მუშაობს, 14% - "კარგად", 38% - "საშუალოდ", 25% - "ცუდად", 8% - "ძალიან ცუდად".

კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

"ინტერპრესნიუსი"



ნუნუ
21 მაისი 2019 20:56
რა გააკეთა ლიდერი რომ არის? საკვირველია.
ტოტო
21 მაისი 2019 16:31
ფაქტია,რომ კალაძე ძალიან გაიზარდა და აღმოჩნდა,რომ ნიჭიერი კაცია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?