"ოპოზიციური ძალების მიერ დაწყებული პროტესტის გამო, ტურისტები აფხაზეთს ტოვებენ" - რას წერს რუსული მედია? - კვირის პალიტრა

"ოპოზიციური ძალების მიერ დაწყებული პროტესტის გამო, ტურისტები აფხაზეთს ტოვებენ" - რას წერს რუსული მედია?

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციური ძალების მიერ დაწყებული პროტესტის გამო, ტურისტები აფხაზეთს ტოვებენ, მათ კი ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, ჯავშანს აუქმებენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, ის მღელვარება, რაც "რესპუბლიკაშია", უარყოფითად აისახება ტურისტულ ნაკადზე. თუმცა, მისი თქმით, არიან ტურისტები, რომლებიც ხშირად დადიან აფხაზეთში და იციან, რომ არსებული პროტესტი მხოლოდ აფხაზეთის მცხოვრებლებს ეხება.

როგორც ცნობილია, 20 მაისიდან აფხაზეთის ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციები დაიწყო "პარლამენტის" შენობასთან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მათ მოთხოვნას, "საპრეზიდენტო" არჩევნების შემოდგომაზე გამართვის შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"