"გამიჩნდა აზრი, რომ მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს, დანარჩენები, ალბათ, ისევ ფლორიდიდან ელოდებიან გარკვეულ ბრძანებებს"
21-05-2019
"გამიჩნდა აზრი, რომ მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს, დანარჩენები, ალბათ, ისევ ფლორიდიდან ელოდებიან გარკვეულ ბრძანებებს"
გამიჩნდა აზრი, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნუკრი ქანთარიას აზრით, "ნაციონალურ მოძრაობაში" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია. არის ნაწილი, რომელიც ფლორიდიდან სააკაშვილის ბრძანებას ელოდება დ არიან წევრები, რომლებიც რეალურად აფასებს ვითარებას. მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, საბოლოოდ როგორც ჩანს, საღი აზრი იმარჯვებს.

"გამიჩნდა აზრი, რომ მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს. დანარჩენები, ალბათ ისევ ფლორიდიდან
ელოდებიან გარკვეულ ბრძანებებს, აქ კი ვიღაც ფიქრობს, ის კაცი ფლორიდაში ირუჯება, მე აქ კანონი უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო, ეგ როგორ არისო. მგონია, რომ საღი აზრი იმარჯვებს", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?