"ირაკლი კობახიძეს ნამდვილად უნდა ბრეჟნევობა, მას ნამდვილად აქვს კავშირი ძველ კომკავშირთან"
22-05-2019
"ირაკლი კობახიძეს ნამდვილად უნდა ბრეჟნევობა, მას ნამდვილად აქვს კავშირი ძველ კომკავშირთან"
ეტყობა კობახიძეს სადღეგრძელოები მოენატრა, მაგრამ "ქართულ ოცნებას" საქეიფოდ ნამდვილად არ აქვს საქმე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შავგულიძისნაირი დეპუტატები უამრავი ყავს პარლამენტს, ხოლო ლადო კახაძე ნამდვილად გაამდიდრებს საკანონმდებლო ორგანოს.

ჭიჭინაძის თქმით, კობახიძის მსგავსი განცხადებები არასერიოზულია.

"ეტყობა კობახიძეს სადღეგრძელოები მოენატრა, მაგრამ "ქართულ ოცნებას" საქეიფოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. ის რასაც კობახიძის განცხადებებში ვკითხულობ, რომ შეიძლება მეოთხე ვადითაც დარჩეს ხელისუფლებაში, ამით ვრწმუნდები, რომ
კობახიძეს ნამდვილად უნდა ბრეჟნევობა . მას ნამდვილად აქვს კავშირი ძველ კომკავშირთან, მამამისიც ხომ კომკავშირელი იყო",- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები