მიხეილ სააკაშვილი: "რა თქმა უნდა, მთაწმინდაზე მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს"
22-05-2019
მიხეილ სააკაშვილი: "რა თქმა უნდა, მთაწმინდაზე მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს"
რა თქმა უნდა, მთაწმინდაზე მხარს ვუჭერთ შავგულიძეს და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ასევე მთავარია, რას ვეტყვით ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქ"-მიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ.

"მოთქმა, რომ ვაიმე, ყველაფერი ცუდადაა, რა გვეშველება, უნდა დავივიწყოთ. მაგრად მივიწევთ წინ, გამოკითხვები ნახეთ? პირველად "ნაცმოძრაობა" გაუტოლდა "ოცნებას" გამოკითხვებში, სადაც ხალხი, როგორც წესი, სიმართლეს არ ამბობს, მინიმუმ გვაქვს ორმაგი უპირატესობა და ეს გაიზრდება. ივანიშვილის პირადი რეიტინგი
კატასტროფულად დაბალია და ხალხს ის, უბრალოდ, ეზიზღება. ეს ის საფუძველია, რაზეც ასევე დადგება ჩვენი გამარჯვება. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდეგ გეგმაზე. ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ შავგულიძეს მთაწმინდაზე და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც, მაგრამ მთავარი ასევე არის, თუ რას ვეტყვით ჩვენს ხალხს. ხალხი
ითხოვს არგაჩერებას, ხელების ჩამოშვებაზე და დანებებაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ყვარელში ზაფხულში ახალგაზრდული სკოლა შეიქმნება, სადაც მათ შორის ასწავლიან იმას, თუ "როგორ უნდა ამოვიდეს საქართველო ჭაობიდან".

"ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას ზაფხულში, აქ 500 ახალგაზრდას მივიწვევთ, ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ. თავს ნუ შეიწუხებთ იქ სუს-ის ხალხის ჩანერგვით, რადგან სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ კანდიდატს და ვერავინ გაგვიძვრება. აქ მოვიწვევთ უცხოელებს, კულტურის მოღვაწეებს და ა.შ. ეს იქნება ის სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს მომავალი ძალიან მკვეთრი ეტაპისთვის ჩვენი ოლიგარქის მოშორების შემდგომი ქმედებების მხრივ. ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიღებული იქნება. მე თვითონაც ჩავერთვები დისტანციურად, რადგან რა თქმა უნდა, მე ვამზადებ საფუძველს ჩემი დაჩქარებული დაბრუნებისთვის საქართველოში და ბრძოლაში ჩართვისთვის", - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები