"უამრავ ადამიანთან მქონდა საუბარი და ჩემი შთაბეჭდილება საკმაოდ მძიმეა" - რას ამბობს საქართველოში 15-წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნებული ყოფილი ვიცე-პრემიერი - კვირის პალიტრა

"უამრავ ადამიანთან მქონდა საუბარი და ჩემი შთაბეჭდილება საკმაოდ მძიმეა" - რას ამბობს საქართველოში 15-წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნებული ყოფილი ვიცე-პრემიერი

ქვეყანამ უზარმაზარი, გრანდიოზული ცვლილება განიცადა - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თემურ ბასილიამ განაცხადა, რომელიც საქართველოში 15-წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა.

მისივე თქმით, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, თითქმის ყველაფერი ნორმალურადაა. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა და სტაბილურობაა, ინფლაციაც გარკვეულწილად კონტროლდება. თუმცა, მისივე თქმით, მთავარია, რომ ამ ეკონომიკური ზრდით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი.

"ჩამოსვლის შემდეგ ამ 15-წლიანი სხვაობის შეფასებისას, შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანამ განიცადა უზარმაზარი ცვლილება. არ ვიცი ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო თუ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ფაქტია, რომ გრანდიოზული ცვლილებაა. ამ დღეებში უამრავ ადამიანთან მქონდა საუბარი და ჩემი შთაბეჭდილება საკმაოდ მძიმეა - უმეტეს მათგანს საკმაოდ პესიმისტური და დეპრესიული მდგომარეობაც კი ჰქონდა. ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები და საზოგადობის განწყობა ერთმანეთთან თანხვედრაში არაა. მესმის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ცვლილებები შეიძლება ვერ აღიქვა, მაგრამ ამას შესაძლოა, ობიექტური ფაქტორები ჰქონდეს. მათ შორის ერთ-ერთი ფაქტორი რესურსების არათანაბარი განაწილებაა, ადამიანები ქვეყანაში არსებული სიკეთეებით ბოლომდე ვერ სარგებლობენ და რესურსების სამართლიანი განაწილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რათა მოქალაქეთა დამოკიდებულება შემსუბუქებულიყო. გაგრძელება