"არ ვიცი, მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა თუ არა, მეც ვხვდები ივანიშვილს, ბევრ რამეზე ვსაუბრობთ" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა თუ არა, მეც ვხვდები ივანიშვილს, ბევრ რამეზე ვსაუბრობთ"

ცხადია, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრები იქნება, - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომლებიც დაინტერესდნენ, რა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრები.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მას ინფორმაცია არ აქვს, რა საკითხზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ან როდის გაიმართა შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ თავად ის ბიძინა ივანიშვილს ხშირად ხვდება და ბევრ საკითხზე.

"არ ვიცი, მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა თუ არა. მეც ვხვდები ბიძინა ივანიშვილს, ბევრ რამეზე ვსაუბრობთ. იცით, რომ პარტიის თავმჯდომარე გახლავთ და ცხადია, შეხვედრები იქნება", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"