"დამოუკიდებლობის განმტკიცება-შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური შრომა და ბრძოლა" - კვირის პალიტრა

"დამოუკიდებლობის განმტკიცება-შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური შრომა და ბრძოლა"

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობას ყოველდღიურად სჭირდება შრომა და ბრძოლა.

"ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. რაც შეიძლება, ხშირად უნდა გავიხსენოთ ის, თუ რამდენად ძვირფასი რამ არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და გავიხსენოთ ის, რომ დამოუკიდებლობის განმტკიცება-შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური შრომა და ბრძოლა და ამ სულისკვეთებით უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი გამსჭვალული", - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"