"მას შეუძლია პრობლემის ცარიელ ადგილას შექმნა" - როგორ შეიძლება შეფასდეს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის 6 თვე?
04-06-2019
"მას შეუძლია პრობლემის ცარიელ ადგილას შექმნა" - როგორ შეიძლება შეფასდეს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის 6 თვე?
პრაქტიკაში დამკვიდრებულია სახელმწიფოს მეთაურის მუშაობის შეფასებითი ანალიზი. მნიშვნელოვანია პერიოდულად აჯამებდეს ამომრჩეველი წარმომადგენლობით დემოკრატიას. თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის არჩევიდან 6 თვე გავიდა, საინტერესო იქნება, თუ ვისაუბრებთ ძირითად მნიშვნელოვან ფაქტებზე, რაც სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას უკავშირდება.

ბოლოდროინდელ მოვლებებსაც თუ გადავხედავთ, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პირველ ივნისს საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის მონაწილეობამ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისადმი მიძღვნილ მსვლელობაში. საზოგადოებაში გამყარდა შეხედულება, რომ მთავრობისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მსგავსი აქტიურობა დაკავშირებული
უნდა იყოს რელიგიური სეგმენტის ხმების მოპოვებასთან მომავალ არჩევნებში.


თუმცა, პილიგრიმულ მსვლელობაში მონაწილე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი საუბრობს საქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობაზე და მსგავსი სიმბოლური მსვლელობებით თანხვედრაში მოყავს ის ევროპულ ანალოგიასთან. "ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების,
რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული", -
აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კონსოლიდაციის მცდელობის ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევას რომ გავცდეთ და განვიხილოთ სალომე ზურაბიშვილის მმართველობის პირველი თვეები, საჭიროა მოვლენათა ანალიზის ქრონოლოგიურად განხილვა. სწორედ ამიტომ, დავუკავშირდით ექსპერტ მამუკა არეშიძეს საზოგადოებაში პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი დაგროვებულ მწვავე კითხვებზე პასუხების მოსასმენად:

- წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის განცახდების შემდეგ, რომ 2008 წლის ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, ოპონენტებისთვის გახდა საფუძველი იმისა, რომ ის კრემლზე მომუშავე პოლიტიკოსად გამოეცხადებინა, რაზე მეტყველებს უკვე მისი პრეზიდენტობა, როდესაც ის საკამაოდ უკომპრომისო განცახდებებს აკეთებს რუსეთის მიმართ?
- ეს არის ჩვენი ჟურნალისტიკის უბედურება. არ უნდა ვმსჯელობდეთ მხოლოდ არსებული დღის ფაქტებით. ყურადღების მიღმა რჩება საკვანძო დეტალი - სალომე ზურაბიშვილი არის მაღალი რანგის დიპლომატი. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მაღალი რანიგის დიპლომატი საქართველოში ცოტაა. პიროვნულად სალომეს აქვს უმძიმესი ხასიათი, აქაც ცალსახად ერთია პიროვნული თვისებები და მეორეა მისი დიპლომატიური გამოცდილება და ცოდნა... და რაც ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებს, ზურაბიშვილი ერთადერთია საქართველოში, რომელიც არის დასავლური პოლიტიკის ნაწილი.

დიპლომატიური კარიერის პროცესში სალომე მხოლოდ საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი არ ყოფილა, იყო ძალიან ახლოს ფრანგულ უსაფრთხოების სისტემასთან.
ვიზიტით საფრანგეთსი, შეხვედრა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან
აქედან გამომდინარე, მისი პოლიტიკური სვლები არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც პრორუსული, შეგვიძლია ვუწოდოთ კომპრომისი ან და, დიპლომატიური უკან დახევა. თქვენი კითხვის პირდაპირი პასუხი კი იქნება შემდეგი - საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია არ შეცვლილა, არც არჩევნებამდე და არც მას შემდეგ. ვინაიდან არის უკომპრომისო რუსეთთან ბრძოლაში როგორც პიროვნება, ჩრდილოელი მეზობლის იმპერიალიზმის სიძულვილი ბავშვობიდან აქვს, მოგეხსენებათ, მისი წინაპრების ევროპაში წასვლაც სწორედ რუსულ ოკუპაციას უკავშირდება. - ეს როგორც ადამიანის პოზიცია, და როგორც დიპლომატს - აქვს უფლება და უნარიც რომ იმუშაოს მანევრის რეჟიმში.

- დიდი რეზონანსი მოჰყვა მის ვიზიტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც საკამოდ მკაცრად დასვა ერთი მხრივ აფხაზეთში სომხური ეკლესიის საკითხი, მეორე მხრივ საქართველო-აზრებიაჯნის საზღვრის დადგენის თემა წამოსწია, რის გამოც მას აკრიტიკებდნენ კიდეც, რამდენად შედეგიანი იქნება საერთაშორისო ურთიერთობებში ზურაბიშვილის პიროვნული სიმტკიცე?
- ზურაბიშვილი რომ იყოს შედარებით გავლენიანი სახელმწიფოს პრეზიდენტი, ვიდრე საქართველოა, რომელსაც ტერიტორიული კონფლიქტები არ ექნებოდა, პრეზიდენტობის პირველ თვეებსაც კი შევაფასებდით როგორც ეფექტიანს, მაგრამ აშკარაა, რომ სალომეს თავისუფლად შეუძლია ცარიელ ადგილას პრობლემის შექმნა. თუმცა პრობლემა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, რეზონანსულია. მისმა გამოსვლამ ბაქოში, რასაკვირველია, პრობლემა წინა ფლანგზე წამოწია, თუმცა ეს იყო ძველი პრობლემის გაცოცხლება, რომელიც საჭიროებდა ოდესმე გადაწყვეტას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად
არც ყარაბაღთან მიმართებაში გაკეთებული განცხადება მიკვირს, ნათქვამის გაცილებით რბილად თქმა შეიძლებოდა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ ეს არის ადამიანი, რომელსაც ამ ტიპის კომპრომისები არა ახასიათებს. ამ ნაწილში შეიძლება მე არ ვამართლებდე, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვით როგორი რეზულტატი შეიძლება გამოიღოს წლების შემდეგ. ზურაბიშვილის მოქმედების ლოგიკა რომ გავიაზროთ, საჭიროა მისი ბიოგრაფიის კარგად ცოდნა. განსაკუთრებით იმ ეპიზოდების, როცა მოღვაწეობდა ჩადში. დასავლურ დიპლომატიურ წრეებში დღესაც ლაპარაკობენ, რომ სალომემ თავის დროზე ჩადში საფრანგეთისა და ზოგარად დასავლეთის პრესტიჟი გადაარჩინა.

ამ და სხვა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ჩამოაყალიბა უკომპრომისო პერსონად რუსული პოლიტიკის მიმართ და საკმაოდ ხისტ პოლიტიკოსად რეგიონალური პოლიტიკის მიმართ ძირითადად მოქმედებს პრინციპით - "სადაც ვიწროა იქ გაწყდეს". მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა არ არის მიჩვეული საკუთარი პოლიტიკოსების აგრესიულ გამოსვლებს (სააკაშვილს თუ არ ჩავთვლით), უნდა შევეჩვიოთ ფაქტს, თუ გვინდა რომ საერთაშორისო ასპარეზზე გვისმენდნენ, უნდა ვქმნიდეთ პრობლემას და ამ პრობლემას აქტიურად ვუსვამდეთ ხაზს.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე გასაგებად და მკაფიოდ ითქვა რეგიონალური პოლიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის კავკასიური პოლიტიკის, განხორციელება კი ბაქოდან დაიწყო. ზურაბიშვილი იქ პარიზიდან ჩავიდა. საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის პარიზში მიღების დონემ გვიჩვენა არა მარტო საფრანგეთში მოღვაწეობის მნიშვნელობა, არამედ ისიც, რომ მას გარკვეული ფუნქცია მიენიჭა დასავლური პოლიტიკის მხრიდან კავკასიის რეგიონალური პოლიტიკის საქმეში. გზავნილი კი ჩაიტანა ბაქოში, სადაც ანალოგიურად, მსგავსი მაღალი დონის შეხვერა გაიმართა. ცხადია აზერბაიჯანული მხარისთვისაც ცნობილია სალომე ზურაბიშვილისადმი ევროპის პოზიცია.

- თქვენი აზრით, ევროსტრუქტურებში გაწევრების გზაზე, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის როლი , როგორც საერთაშორისო რანგის დიპლომატისა?
- ამ საქმეში სალომე ზურაბიშვილს ბევრის გაკეთება შეუძლია. გაცილებით მეტის, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქართველ დიპლომატს. თუნდაც თავისი კავშირების გამო. ფრანგული პოლიტიკის კულუარებში მას ჯერ კიდევ ნებისმიერი კარის შეღება შეუძლია და ეს ხდება მისი ძველი კავშირების გამო; ენდობიან, ცნობენ. ამიტომაც, შეუძლია კიდევ უფრო გააქტიურება საგარეო პოლიტიკის წარმოების კუთხით, როგორი შედეგის მომტანი იქნება ამას პროცესში ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი განსაზღვრავს. ვგულისხმობ ევროსტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას და არა ნატოში, იქ კიდევ სხვა გარემოებები არსებობს.

- ზურაბიშვლი რამდენადაც აქტიურია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, იმდენად პასიურია, როცა საქმე საშინაო პოლიტიკას შეეხება. როგორ შეაფასებდით საქართველოს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს ადრე და ახლა.
- სააკაშვილის პერიოდში პრეზიდენტს სხვა ფუნქციები ქონდა კონსტიტუციურად განსაზღვრული, ეხლა სხვა ფუნქცია აქვს. სალომე ცდილობს მისდიოს ზუსტად კონსტიტუციის ნორმას, რომელიც მის ფუნქციებს ზღუდავს.
არის რამდენიმე გამონაკლისიც, მე ვერავითარ შემთხვევაში გავამართლებ პრეზიდენტის ინიციატივას შეწყალების კომისიიის ფუნქციონირების იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს არის გარკვეული ტიპის ტრადიცია მსოფლიოში, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს აქვს უფლება გადაწყვეტილება მიიღოს ამა თუ იმ პატიმრის შეწყალება არ შეწყალებასთან დაკავშირებით. ამ მოვალეობისგან თავის არიდებას მე არ მოვუწონებ, ეს პირადად მითქვამს კიდეც. საშინაო პოლიტიკაში ჩარევას მას კონსტიტუცია უზღუდავს, თუმცა გარკვეული ფუნქციები აქვს, თუნდაც ცერემონიალური და ამ ფუნქციებისგან გამიჯნვა არავითარ შემთხვევაში სწორი არ იქნება.

რაც შეეხება 6 თვეს, 6 თვე ძალიან ცოტა დროა რეალური რეზულტატების მისაღებად. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ბაზისი შექმნას მომავალი მოქმედებებისთვის, ამიტომაც მისი ვიზიტები საკმაოდ ხშირია, რაც მთავარია არ არის უსაგნო, ყველგან სადაც კი მიდის, არის ვიზიტის საჭიროება, რაც შეეხება მის აქტიურობას კავკასიურ რეგიონალური პოლიტიკის კეთების საქმეში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კიდევ მეტის გაკეთების შესაძლებლობა აქვს - ამ თვალსაზრისით კარგი იქნება თუ ის ჰუმანიტარულ შემადგენელს გაააქტიურებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. ამ ბაზისის შექმნის საქმეში თუ ვაცდით და ხელს არ შევუშლით, მაინც მგონია, რომ სერიოზული პერსპექტივების განსაზღვრა შეუძლია, მითუმეტეს, უნდა ითქვას რომ რეგიონალური პოლიტიკის თვალსაზრისით ზურაბიშვილის პოზიცია უნისონშია პრემიერის პოზიციასთან, რაც სასიამოვნოა, ვინაიდან წინა პრეზიდენტისა და მთავრობის პერიოდში თანამშრომლობა მუდმივი კონფრონტაციის რეჟიმში იყო გადასული.

გოჩა პაპიძე (სპეციალურად საიტისთვის)

gocha
05 ივნისი 2019 15:30
NONA-ს საქართველომ ტერიტორიები დაკარგა მას შემდეგ რაც მოსკოვმა დასვა თავისი კაცი შევარდნაძის სახით და დააქცია ქვეყანა და დღესაც მისი პოლიტიკური შვილები არიან ხელისუფლების სათავეში გარეგნულად მტრობენ მაგრამ ტერიტორიებს კოდორის ხეობა ახალგორი და ეკონომიკა დღეს რუსეთის ხელშია
მაია
05 ივნისი 2019 14:44
საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი, შემდეგ კი მშობლიურ მიწაზე დაბრუნებული უფრო ეროვნულს აწვება და უფრო

დიდი პატრიოტია, ვიდრე საქართველოში დაბადებული და გაზრდილი , ეროვნების უარმყოფი , უცხო მიწებზე მოხეტიალე

"რაინდი'. გამგებმა გაიგოს........

მარკი
05 ივნისი 2019 11:40
თანამედროვე საქართველოს პოლიტიკოსთა შორის უძლიერესი და მსოფლიო პოლიტიკოსთა თანამედროვე პლეადის ჩინებული წარმომადგენელი. წარმატებებს უსურვებ ჩვენი ქვეყნის საკეთლდღეოდ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები