"აი, ნახავთ, რომ..." - რა განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა? - კვირის პალიტრა

"აი, ნახავთ, რომ..." - რა განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა?

ნახავთ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პირველი ტურის დროს განაცხადა, რომ მეორე ტურის მოლოდინი იყო.

"თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. რაც ვნახეთ კიდეც. დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, "საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიური ევროპული არჩევნები იყო".

"ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათანობით ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები და ეს მათ შორის, არჩევნებში უნდა გამოიხატებოდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან - ეკატერინე ხვედელიძესთან და შვილთან - ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა.

"ინტერპრესნიუსი"