"მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბიძნურ კამპანიას" - აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას გიორგი მარგველაშვილი? - კვირის პალიტრა

"მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბიძნურ კამპანიას" - აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას გიორგი მარგველაშვილი?

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს,რომ მთაწმინდის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

"იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბიძნურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებრძოლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იყო წარმოებული. არ შეიძლება საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას იმის განცდით, თითქოს ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მე მჯერა, რომ მთაწმინდელები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ოლქში, ხმის მიცემის შემდეგ.

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "დღეს თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დააფიქსირა, ყველაზე დიდი პოლიტიკოსობა კი სწორედ საარჩევნო უბანზე მისვლაა".

იხილეთ ასევე: "გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კოტეჯს აქირავებს, ხელი სადურგლო საქმესაც მიჰყო" - რას წერს "როიტერი" საქართველოს მე-4 პრეზიდენტზე?

"ინტერპრესნიუსი"