რა განაცხდა ლადო კახაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ?
რა განაცხდა  ლადო კახაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ?
თბილისის მოსახლეობის მთაწმინდის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ განახლება აუცილებლად დაიწყება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

როგორც კახაძემ აღნიშნა, მთაწმინდაზე ახალი, თვალსაჩინო პროექტები განხორციელდება.

"თბილისის მოსახლეობის მთაწმინდის ნაწილს, ამ უმშვენიერესი უბნის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ განახლება აუცილებლად დაიწყება. ახალი, თვალსაჩინო პროექტები განხორციელდება და ისინი შედეგს მოიტანენ. შედეგს მოიტანს იმ კუთხით, რომ მოსახლე თავს იგრნობს უსაფრთხოდ, კომპორტულ და
ღირსებააღდგენილ გარემოში, რომელსაც ნატრობს თითოეული მათგანი თავისი მემკვიდრეებისთვის“, - აღნიშნა კახაძემ.

კახაძემ მადლობა გადაუხადა საკუთარ მხარდამჭერებს, პარტიას და მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებისთვის.

"პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა მასმედიას, თითოეულ თქვენთაგანს, იმ ადამიანებს დიდი მადლობა, რომლებიც გულისყურით ეკიდება ამ საქმეს. დიდი მადლობა პროცესის გაშუქებისთვის და ინფორმაციულობის
მაღალი ხარისხისთვის. დიდი მადლობა მთაწმინდელებს, სოლოლაკელებს, ვერელებს, ოქროყანელებს. დიდი მადლობა ჩემს მხარდამჭერებს და საერთოდ ჩვენი დედაქალაქის და საქართველოს მოსახლეობას. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა მათ რიგებში დაუნახავთ, როგორც ღირსეული ქვეყანა და როგორც მათ ინტერესებთან შესაბამისობაში მყოფი ქვეყანა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ საარჩევნო კამპანიაში ჩემთან ერთად, ჩემს მხარეს ან ჩემი ოპოზიციის მხარეს იდგა. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ამას არ აქვს, ისინი ზნემაღლად და პატიოსნად იქცეოდნენ და ამიტომ მათი იმედები უნდა გამართლდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემს პოლიტიკაში მობრუნებას ხელი შეუწო, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თავიდან ბოლომდე გვერდით მედგა და ასრულებდა პირნათელ მოვალეობას თავისი ქვეყნის მიმართ. მადლობა ჩემს ოჯახს და გუნდს, რომელსაც მე წარმოვადგენ - "ქართული ოცნებას“. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გაეხარდება დღევანდელი დღის სწორი და არგუმენტირებული შედეგი“, - განაცხადა კახაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები