“ქართულ ოცნებას“ შინდისფერი და ზოლიანი მაისური საარჩევნოდ არასდროს ჰქონია - რას ამბობს არჩილ თალაკვაძე გავრცელებულ ვიდეოზე? - კვირის პალიტრა

“ქართულ ოცნებას“ შინდისფერი და ზოლიანი მაისური საარჩევნოდ არასდროს ჰქონია - რას ამბობს არჩილ თალაკვაძე გავრცელებულ ვიდეოზე?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე “იუმორისტულ ვიდეოს“ უწოდებს შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბში წარმოდგენილ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბნის წინ ამომრჩეველზე ზეწოლა ხდება, რათა შემოხაზოს 41.

ამასთან, როგორც თალკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ეპიზოდი უყურადღებოდ არ დარჩება.

“ქართულ ოცნებას“ შინდისფერი და ზოლიანი მაისური საარჩევნოდ არასდროს ჰქონია - ეს ხუმრობით. ყველამ იცით, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი მაისური და ლოგო“, - განაცხადა თალაკვაძემ და კიდევ ერთელ აღნიშნა, რომ ოპონენტები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ.

თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს.

"ინტერპრესნიუსი"